სსიპ აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის N 42 საჯარო სკოლა LEPL Tbilisi N42 Public School of Physics–Mathematics Named After Academician Ilia Vekua
სიახლეები

სიახლეების არქივი

მოსწავლეთა მეორე ეროვნული კონფერენციის გამარჯვებული მოსწავლეები

2015 წლის 14 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროკავშირის მე-7 ჩარჩო პროგრამის პროექტის - „ჯაჭვური რეაქცია“ - ფარგლებში, გაიმართა მოსწავლეთა მეორე ეროვნული კონფერენცია საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში. კონფერენციაში საქართველოს ხუთი სკოლა მონაწილეობდა:
·აკად. ილია ვეკუას სახელობის 42-ე ფიზიკა-მათემატიკური საჯარო სკოლა (თბილისი);
·ნიუტონის თავისუფალი სკოლა (თბილისი);
·სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS (თბილისი);
·პირველი საჯარო სკოლა (ბოლნისი);
·33-ე საჯარო სკოლა (ქუთაისი);

კონფერენციაზე განხილული 12 პროექტიდან ოთხი მათგანი ჩვენი სკოლის მოსწავლეების მიერ იყო წარმოდგენილი: "მწვანე გათბობა" (ავტორები გიორგი ხომერიკი და მიხეილ თექთუმანიძე), „მწვანე ტურბინა“ (ელენე ნიკოლაიშვილი, ანა ნიჟარაძე, მარიამ ხვიჩია), „მწვანე ნათება“ (ირაკლი გეტაშვილი, შალვა გიორგობიანი, დავით თათოშვილი) და „ გამოვკვებოთ მსოფლიო“ (ელენე ბარამიძე, მარია უზნაძე).

ჟიურის ერთობლივი გადაწყვეტილებით 42-ე სკოლის ორ პროექტს - "მწვანე გათბობა" და "მწვანე ტურბინა" მიენიჭა გრან პრი და პროექტის გუნდმა საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც გერმანიის ქალაქ ჰაიდელბერგში გაიმართება, მონაწილეობის უფლება მოიპოვა. მოსწავლეებს ელენე ნიკოლაიშვილს, ანა ნიჟარაძეს, მარი ხვიჩიას, გიორგი ხომერიკს, და მიხეილ თექთუმანიძეს ვულოცავთ ამ დიდ წარმატებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს.

მსგავსი სიახლეები