სსიპ აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის N 42 საჯარო სკოლა LEPL Tbilisi N42 Public School of Physics–Mathematics Named After Academician Ilia Vekua
სიახლეები

სიახლეების არქივი

სკოლაში გადმოსვლის მსურველ მოსწავლეთა საყურადღებოდ!

სკოლაში გადმოსვლის მსურველ მოსწავლეთათვის 2020 წლის 4, 5 და 6 ივლისს,   ჩატარდება სარეკომენდაციო ტესტირებები მათემატიკასა და ფიზიკაში, რომლის მიზანია სკოლაში გადმოსვლის მსურველ მოსწავლეებს დაეხმაროს აღნიშნულ სასწავლო დისციპლინებში, მათ მიერ გავლილ და აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა - მათემატიკის ქალაქ თბილისის N42 საჯარო სკოლაში არსებულ პროგრამებს შორის შესაბამისობის ხარისხის დადგენაში.

  • VII კლასშიგადმოსვლის მსურველთათვის სარეკომენდაციო ტესტირება ჩატარდება: 

      მხოლოდ მათემატიკაში 2020 წლის 4 ივლისს  9 საათზე; 

  • VIII, IX; X და XI კლასში გადმოსვლის მსურველთათვის ტესტირება ჩატარდება 2020 წლის 5 ივლისს მათემატიკაში 9 საათზე; 
  • VIII, IX; X და XI კლასში გადმოსვლის მსურველთათვის ტესტირება ჩატარდება 2020 წლის 6 ივლისს ფიზიკაში 9 საათზე;
  • მოსწავლე უნდა გამოცხადდეს გამოცდის დაწყებამდე ერთი საათით ადრე (8 საათზე);
  • ყველა გამოცდა ჩატარდება აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის #42 საჯარო სკოლაში მისამართზე ჩაიკოვსკის ქუჩა #9;

ტესტირებაში მონაწილეობის მსურველი   ვალდებულია:

  • გაიაროს ელექტრონული რეგისტრაცია სკოლის ვებგვერდზე - vekua42.edu.ge,   2020  წლის 22 ივნისიდან  3 ივლისის  18 საათის ჩათვლით;
  • რეგისტრაციის გავლისთვის კურსორი დააჭირეთ ვებგვერდზე გამოტანილ წარწერას „რეგისტრაცია სარეკომენდაციო ტესტირებისთვის“, გაიხსნება შესაბამისი სარეგისტრაციო ფორმა, რომელიც უნდა შეავსოთ ელექტრონულად; 
  • რეგისტრაციის  გავლის პროცესში ასატვირთად დაგჭირდებათ:

ა) სკოლის (სადაც ამჟამად სწავლობსმიერ დამოწმებული ფოტოსურათიანი ცნობა PDF ფორმატში (სკოლის ბეჭედი ნაწილობრივ უნდა ფარავდეს ფოტოსურათს);

            ბ) მოსწავლის ფოტო (3X4) ელექტრონული ვერსია;

  • რეგისტრაციის  დასრულების შემდეგ  გამოჩნდება  წარწერა „თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით“; პანელზე გამოვა სარეგისტრაციო ფორმა, რომლის ბოლოს იქნება მოთავსებული ღილაკი  „ბეჭდვა“.  აღნიშნული ღილაკის გამოყენებით შეგიძლიათ ამობეჭდოთ სარეგისტრაციო ფორმა, ან შეინახოთ იგი კომპიუტერში.
  • ამობეჭდილი სარეგისტრაციო  ბარათით  მოსწავლე  გამოცხადდება  გამოცდაზე;

 

პროცედურული მოთხოვნები და პირობები:

 ტესტირებაში მონაწილე  ვალდებულია:

  • დროულად გამოცხადდეს ტესტირებაზე სარეგისტრაციო ბარათით;
  • ჰქონდეს პირბადე, საწერი კალამი, სახაზავი, ფანქარი, საშლელი;
  • დაიცვას სოციალური დისტანცია.

 

ტესტირებაში მონაწილეს  უფლება აქვს:

  • ტექნიკურ საკითხებთან  დაკავშირებით კონსულტაციისა და განმარტებისათვის მიმართოს მეთვალყურეს;
  • ჰქონდეს წყალი პლასმასის ბოთლით;

ტესტირებაში მონაწილეს  ეკრძალება:

  • ტესტირების მსვლელობის პერიოდში მოიხსნას პირბადე;
  • თან ჰქონდეს მობილური ტელეფონი;
  • გამოიყენოს ნებისმიერი საინფორმაციო წყარო;
  • ტესტირების მსვლელობის დროს ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია სხვა მონაწილესთან.
  • VII კლასში გადამსვლელებს  მათემატიკის ტესტირებაზე კალკულატორის გამოყენება   (დანარჩენ კლასებში კალკულატორის გამოყენება დაშვებულია);

 

ნამუშევრის შეფასება და აპელაცია:

  • ნამუშევრები გამსწორებლამდე  მიდის კოდირებული ფორმით;
  • ინფიცირების რისკის შემცირების მიზნით, საგამოცდო რვეულების შეფასებამდე დამუშავდება და განთავსდება 2 დღიან კარანტინში.
  • შეფასებები გამოქვეყნდება სკოლის საიტზე, გამოცდიდან 7 სამუშაო დღის შემდეგ,  სარეგისტრაციის ბარათის ნომრის შესაბამისად;
  • სააპელაციო განცხადის ფორმების შევსება მოხდება შედეგების გამოქვეყნებიდან ორი სამუშაო დღის განმავლობაში.
  • აპელაციას გაივლის მხოლოდ კოდირებული ნაშრომი, ტესტირებაში მონაწილე მოსწავლის და მშობლის გარეშე;
  • აპელაციის შედეგები გამოქვეყნდება სკოლის ვებგვერდზე vekua42.edu.ge  აპელაციის დასრულებისთანავე.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ სკოლის ტელ. ნომერზე: 2 99 00 73.

 

 

გთხოვთ,  ტემპერატურის ან ვირუსის სხვა სიმპტომების არსებობის შემთხვევაში არ გამოცხადდეთ ტესტირებაზე

 

 

რეგისტრაცია სარეკომენდაციო ტესტირებისთვის:

http://vekua42.edu.ge/registration/

 

ტესის ნიმუში და პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ:

 

სარეკომენდაციო ტესტირების პროგრამა მათემატიკაში

 

 

პროგრამა მათემატიკაში        VII    -კლასში  გადმომსვლელთათვის

  1. ნატურალური რიცხვების გაყოფადობა;
  2. რიცხვის გამყოფი და ჯერადები;
  3. გაყოფადობის ნიშნები;
  4. ჩვეულებრივი წილადების ზოგადი თვისებები, მოქმედებები წილადებზე;
  5. პროცენტი, რიცხვის პოვნა პროცენტის მიხედვით,სიდიდის პროცენტული ცვლილება;
  6. პროპორცია,პროპორციის ძირითადი თვისება;
  7. სიდიდეთა პირდაპირპროპორციულობა;
  8. უკუპროპორციული სიდიდეები;
  9. რაციონალურ რიცხვთა სიმრავლეში შეკრების, გამოკლების, გამრავლებისა და გაყოფის ოპერაციების შესრულება (შენიშვნა: მათ შორის მოქმედებები უარყოფით  რიცხვებზეც);
  10. რაციონალური რიცხვების წარმოდგენა ათწილადების სახით და მათი შეკრება, გამოკლება, გამრავლება და გაყოფა;
  11. გადანაცვლებადობის, ჯუფდებადობის და განრიგებადობის კანონები;
  12. ფრჩხილების გახსნა განრიგებადობის კანონის მიხედვით;
  13. წრფივი განტოლების ამოხსნა;
  14. ამოცანები, რომლის ამოხსნა წრფივი განტოლების ამოხსნაზე დაიყვანება.

  

 პროგრამა მათემატიკაში        VIII    -კლასში  გადმომსვლელთათვის

  1. წრფივი განტოლების ამოხსნა;
  2. ამოცანები, რომლებიც დაიყვანება წრფივი განტოლების ამოხსნაზე;
  3. წრფივი ფუნქცია და მისი გრაფიკი;

4.ნატურალურ მაჩვენებლიანი გამოსახულება და მისი გამარტივება.

5.ნატურალურ მაჩვენებლიანი ხარისხის თვისებები.

6.მრავალწევრი.მრავალწევრის ჯამი და სხვაობა.

7.ერთწევრის ნამრავლი მრავალწევრზე.

8.მრვალწევრების ნამრავლი.

9.შემოკლებული გამრავლების ფორმულები:

10.მრავალწევრის მამრავლებად დაშლა.

11.წრფივ განტოლებათა სისტემის ამოხსნა.

12.ამოცანების ამოხსნა წრფივ განტოლებათა სისტემების გამოყენებით.

 

 პროგრამა მათემატიკაში        IX    -კლასში  გადმომსვლელთათვის

  1. მოქმედებები წილად-რაციონალურ გამოსახულებებზე;
  2. მთელმაჩვენებლიანი ხარისხი, თვისებები, თვისებების გამოყენება;
  3. არითმეტიკული კვარატული ფესვი, თვისებები და თვისებების გამოყენება გამოსახულებების გამარტივებისას;
  4. ერთუცნობიანი კვადრატული განტოლება, მისი  ამოხსნები.  ვიეტას თეორემა და მისი გამოყენება;
  5. წრფივი უტოლობა,  უტოლობათა  თვისებები, წრფივი ორმაგი უტოლობა, წრფივ  უტოლობათა სისტემა. წრფივ უტოლობათა თვისებების გამოყენება.
  6. ტექსტური ამოცანები (პროცენტები, ნაწილები, მოძრაობა, ნაერთები, ხსნარები) რომელთა

    ამოხსნა  დაიყვანება წრფივ განტოლებათა სისტემის ან კვადრატული განტოლების

     ამოხსნაზე.

  1. წრეწირი, წრეწირთან დაკავშირებული კუთხეები;
  2. ოთხკუთხედების (პარალელოგრამი, რომბი, მართკუთხედი, კვადრატი, ტრაპეცია)

     თვისებები  და  თვისებების  გამოყენება ამოცანების ამოხსნისას.

  1. სამკუთხედების მსგავსება, ამოცანების ამოხსნა მსგავსების გამოყენებით;
  2. პითაგორას თეორემა და მისი  გამოყენება ამოცანების  ამოხსნისას;
  3. სამკუთხედზე, ოთხკუთხედზე შემოხაზული  და  ჩახაზული  წრეწირები.

 

 პროგრამა მათემატიკაში        X    -კლასში  გადმომსვლელთათვის

  1. რაციონალურ მაჩვენებლიანი ხარისხი. ირაციონალურ გამოსახულებათა გამარტივება.
  2. კვადრატული და მასზე დაყვანადი მთელი და რაციონალური უტოლობები. პარამეტრული კვადრატული განტოლებები და უტოლობები. ვიეტას თეორემა. წრფივ და კვადრატულ ფუნქციათა თვისებები და გრაფიკი.
  3. არითმეტიკული და გეომეტრიული პროგრესიები. ამოცანები არითმეტიკულ და გეომეტრიულ პროგრესიებზე. შერეული ტიპის ამოცანები.
  4. ტრიგონომეტრია. ცნებები და განმარტებები. კავშირი ერთი და იგივე არგუმენტის მქონე ტრიგონომეტრიულ ფუნქციებს შორის. 0°, 30°, 45°, 60°, 90°, 120°, 135°, 150° და 180° კუთხეებისათვის ტრიგონომეტრიული ფუნქციების მნიშვნელობები.
  5. პლანიმეტრია. ფიგურათა მსგავსება. მართკუთხა სამკუთხედი. პითაგორას თეორემა. პროპორციული ნაწილები მართკუთხა სამკუთხედში. სინუსებისა და კოსინუსების თეორემები და მათი შედეგები. ფიგურათა ფართობები.

 

 პროგრამა მათემატიკაში        XI    -კლასში  გადმომსვლელთათვის

                      

  1. პარამეტრული კვადრატული განტოლებები და უტოლობები, ვიეტას თეორემა. წრფივი და კვადრატული ფუნქციები, თვისებები და გრაფიკები. ამოცანები წფრივ და კვადრატულ ფუნქციებზე. ირაციონალური განტოლებები და უტოლებები.
  2. მიმდევრობები, არითმეტიკული და გეომეტრიული პროგრესიები. შერეული ტიპის ამოცანები, უსასრულოდ კლებადი გეომეტრიული პროგრესია ( ). მიმდევრობის ზღვარი.
  3. ტრიგონომეტრია. ტრიგონომეტრიული გარდაქმნები მოცემული ტრიგონომეტრიული სიდიდის საშუალებით სხვა ტრიგონომეტრიული სიდიდეების პოვნა. y=  ,  y=  და y= ფუნქციების თვისებები და გრაფიკი. შექცეული ტრიგონომეტრიული ფუნქციები. ტრიგონომეტრიული განტოლებები და უტოლობები.
  4. მაჩვენებლიანი და ლოგარითმული ფუნქციები. მაჩვენებლიანი და ლოგარითმული განტოლებები და უტოლობები.
  5. პლანიმეტრია.
  6. სტერეომეტრია. სტერეომეტრიის ძირითადი ცნებები და აქსიომები. წრფეებისა და სიბრტყეების პარალელურობა. წრფეებისა და სიბრტყეების მართობულობა. მართობი და დახრილი. სამი მართობის თეორემა. კუთხეებბი წრფეებსა და სიბრტყეებს შორის. ორწახნაგა კუთხე.

ტესტის_ნუმუშები1.pdf

 

 

 

სარეკომენდაციო ტესტირების პროგრამა ფიზიკაში

 

 

პროგრამა   ფიზიკაში      VIII    -კლასში  გადმომსვლელთათვის

 

  1. ნივთიერების აგებულება. მასა. სიმკვრივე;
  2. ძალა. სიმძიმის ძალა. დრეკადობის ძალა. ჰუკის კანონი, სხეულის წონა;
  3. ხახუნის ძალა;
  4. წნევა. მყარი სხეულის წნევა;
  5. სითხეების და აირების წნევა. პასკალის კანონი;
  6. სითხის წნევის სიღრმეზე დამოკიდებულება;
  7. ზიარჭურჭელი. ჰიდრავლიკური მანქანა;
  8. ატმოსფერული წნევა;
  9. თანაბარი და არათანაბარი მოძრაობა;

 

პროგრამა   ფიზიკაში      IX   -კლასში  გადმომსვლელთათვის

  1. მექანიკური მუშაობა;
  2. სიმძლავრე. მარგი ქმედების კოეფიციენტი;
  3. მექანიკური ენერგია. კინეტიკური ენერგია; პოტენციური ენერგია;
  4. მექანიკური ენერგიის  მუდმივობის კანონი;
  5. სხეულთა წონასწორობა; მარტივი მექანიზმები: ბერკეტი, ჭოჭონაქი;
  6. მექანიკური ენერგიის გარდაქმნა სხვა ტიპის ენერგიად;
  7. სითბური მოვლენები; შინაგანი ენერგია;  თბოგამტარები და თბოიზოლატორები; კონვექცია და  გამოსხივება;
  8. სითბოს რაოდენობა; ნივთიერების დნობა და გამყარება; აორთქლება და კონდენსაცია; დუღილი;
  9. სითბური ბალანსის განტოლება;
  10. წვა; წვის სითბო;
  11. ელექტრული ურთიერთქმედება, ელექტრული ველი; ელექტრული დენი;
  12. ელექტრული წრედი; ომის კანონი წრედის უბნისთვის;
  13. გამტართა მიმდევრობითი შეერთება; პარალელური შეერთება;
  14. ამოცანების ამოხსნა შერეული ტიპის წრედებში დენებისა და ძაბვების გამოთვლაზე;

 

პროგრამა   ფიზიკაში      X   -კლასში  გადმომსვლელთათვის

 

  1. თანაბარაჩქარებული მოძრაობა;
  2. მოძრაობა სიმძიმის ძალის გავლენით;

) თავისუფალი ვარდნა;

) კუთხით და ჰორიზონტალურად გასროლილი სხეულის მოძრაობა; 

  1. ნიუტონის კანონები;

) მოძრაობა დახრილ სიბრტყეზე;

) გადაბმული სხეულების მოძრაობა;

  1. იმპულსი; იმპულსის მუდმივობის კანონი; დრეკადი და არადრეკადი დაჯახებები;
  2. ენერგიის მუდმივობის კანონი;
  3. მუშაობა, სიმძლავრე;

 

პროგრამა   ფიზიკაში      X I  -კლასში  გადმომსვლელთათვის

 

  1. ელექტრული მუხტები. მუხტის მუდმივობის კანონი;
  2. კულონის კანონი;
  3. ელექტრული ველის დაძაბულობა;
  4. ელექტრული ველის მუშაობა. პოტენციალი. ძაბვა;
  5. ელექტროტევადობა. კონდენსატორები. ელექტრული ველის ენერგია;
  6. ელექტრული დენი. ომის კანონი წრედის უბნისათვის;
  7. გამტარების მიმდევრობითი და პარალელური შეერთება;
  8. დენის წყაროს ემძ. ომის კანონი მთელი წრედისათვის;
  9. დენის მუშაობა და სიმძლავრე. ჯოულ-ლენცის კანონი;
  10. მაგნიტური ველის ინდუქცია. მაგნიტური ნაკადი;
  11. ამპერისა და ლორენცის ძალები;
  12. ელექტრომაგნიტური ინდუქცია.

 

 

მსგავსი სიახლეები