სსიპ აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის N 42 საჯარო სკოლა LEPL Tbilisi N42 Public School of Physics–Mathematics Named After Academician Ilia Vekua
სიახლეები

სიახლეების არქივი

მოსწავლეების მიერ ორგანიზებული ინტერაქტიული ტრენინგ კურსი „იცოდე შენი უფლებები“

2018 წლის 28-29 აპრილს ჩვენი სკოლის მეათე კლასის მოსწავლეების მარიამ რეხვიაშვილისა და ანუკი ნიკოლაიშვილის ორგანიზებით ჩატარდა 2 დღიანი ინტერაქტიული ტრენინგ კურსი თემაზე: -"იცოდე შენი უფლებები“.
.პროექტში მონაწილეობას იღებდა 8-9-10 კლასის მოსწავლეები.
ტრენინგი მოიცავდა სამი ძირითადი საკითხის განხილვასა და მრავალი სახის შემეცნებით აქტივობას. ორი დღის განმავლობაში მოსწავლეებმა განიხილეს შემდეგი თემები: "ფემინიზმი", "გენდერული თანასწორობა " და "ოჯახური ძალადობა" .
პროექტის ორგანიზატორების თქმით ტრენინგის მიზანი გახლდათ მათ თანატოლებში ცნობიერების ამაღლება მოცემულ საკითხთან დაკავშირებით. მათი აზრით აღნიშნული თემები საკმაოდ აქტუალურია, თუმცა ცოტამ თუ იცის ქალთა და მამაკაცთა თანაბარუფლებიანობის, საზოგადოებაში ქალისა და მამაკაცის თანაბარი წარმოჩენის, უფლებამისილების, პასუხისმგებლობისა და თანასწორი მონაწილეობის შესახებ.

მსგავსი სიახლეები