სსიპ აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის N 42 საჯარო სკოლა LEPL Tbilisi N42 Public School of Physics–Mathematics Named After Academician Ilia Vekua
სიახლეები

სიახლეების არქივი

IX-5 კლასის მოსწავლეები გუნდური ინეტელექტუალური თამაშის „ ტვინების ბრძოლა“ გამარჯვებულები გახდნენ

გუნდურ ინტელექტუალურ თამაშში „ტვინების ბრძოლა“ მონაწილეობდა საქართველოს მასშტაბით სკოლის სახელით მოასპარეზე 30 გუნდზე მეტი. მათ შორის იყვნენ აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის N 42 საჯარო სკოლის გუნდებიც.
შემოდგომის სეზონზე ჩატარდა ერთი შესარჩევი და ექვსი ოფიციალური შეხვედრა. ფინალური შეჯიბრი გაიმართა 2017 წლის 24 დეკემბერს და გამოვლინდა ერთი გამარჯვებული გუნდი, ჩვენი სკოლის IX-5 კლასის მოსწავლეები: გიორგი ჭიკაიძე, გიორგი მეფარიშვილი, დაჩი მაისურაძე, ანა ჯაფარიძე და ალექსანდრე გუნია.
გამარჯვებული მოსწავლეები პროექტის ორგანიზატორების მიერ დაჯილდოვდნენ დიპლომებითა და ერთ კვირიანი ბაკურიანის ზამთრის უფასო ბანაკის საგზურებით. ვულოცავთ მოსწავლეებს ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს.

 

მსგავსი სიახლეები