სსიპ აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის N 42 საჯარო სკოლა LEPL Tbilisi N42 Public School of Physics–Mathematics Named After Academician Ilia Vekua
სიახლეები

სიახლეების არქივი

საშაბათო სკოლით სარგებლობის მსურველთა საყურადღებოდ

აკადემიკოს ი. ვეკუას სახელობის ფიზიკა- მათემატიკის ქ. თბილისის N42 საჯარო სკოლა გაცნობებთ, რომ მიუხედავად სკოლის მხრიდან მიცემული ინსტრუქციისა საშაბათო სკოლაში ელექტრონული ფორმით რეგისტრაციის დროს ფიქსირდება ბევრი ხარვეზი. რის გამოც იძულებული გავხდით შეგვეწყვიტა მსმენელთა რეგისტრაცია მითითებული ფორმით. შესაბამისად რეგისტრაცია გაგრძელდება სკოლაში მისამართზე თბილისი, ჩაიკოვსკის N9.

  აქამდე დარეგისტრირებული მსმენელები უნდა გამოცხადდნენ სკოლაში 6 ოქტომბერს,   არჩეულ პედაგოგთან,  შესაბამის დროს.

ელექტრონული რეგისტრაციის დროს, თუ  პედაგოგის არჩევის შემდეგ, მეცადინეობის დროის ველში არ გამოჩნდა კონკრეტული საათი, პროგრამა მოსწავლეს არეგისტრირებს საერთო ბაზაში და არა კონკრეტულ პედაგოგთან, კონკრეტულ დროს.

გთხოვთ, იმ მოსწავლეების მშობლები, რომლებმაც აღნიშნული ხარვეზით გაიარეთ რეგისტრაცია, 6 ოქტომბრამდე მობრძანდით სკოლაში, არსებული მდგომარეობის გამოსწორებისათვის.

 

მსგავსი სიახლეები