სსიპ აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის N 42 საჯარო სკოლა LEPL Tbilisi N42 Public School of Physics–Mathematics Named After Academician Ilia Vekua
სიახლეები

სიახლეების არქივი

სკოლაში ფუნქციონირება დაიწყო ქიმიის კლუბმა

      ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის N 42 საჯარო სკოლაში ფუნქციონირება დაიწყო ქიმიის კლუბმა, სადაც მოსწავლეები დაგეგმავენ და განახორციელებენ სხვადასხვა კვლევით პროექტებს. ერთ-ერთი მასშტაბური პროექტი რომელიც უკვე მიმდინარეობს არის შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსის „მეცნიერება იწყება სკოლიდან - კვლევები მოსწავლეთა მონაწილოებით“ ფარგლებში (გრანტი SCR/10/4/2018) მიმდინარე სასწავლო კვლევითი პროექტი  „სალენის ტიპის ნაერთების სინთეზი და ბიოლოგიური აქტიურობის კვლევა“. პროექტში მონაწილე მოსწავლეები კვლევებს ატარებენ აგრარულ უნივერსიტეტში, სადაც შეხვედრა ხდება 2-3 კვირაში ერთხელ. პარალელურად, პროექტის შესაბამისი ამოცანების განხორციელება მიმდინარეობს სკოლის ბაზაზე რეგულარულად კვირაში ერთხელ. მოსწავლეები ეცნობიან როგორც თეორიულ საფუძვლებს, ასევე ახორციელებენ პრაქტიკულ სამუშაოებს. პროექტის ხელმძღვანელია ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის N 42 საჯარო სკოლის ქიმიის პედაგოგი თინათინ ბუთხუზი, პროექტის სამეცნიერო კონსულტანტი, პროფესორი ელიზბარ ელიზბარაშვილი და პროექტის ასისტენტი, მაგისტრი თენგიზ ნოზაძის.

ქიმიის კლუბში გაწევრიანების მსურველებმა, მიმართეთ ქიმიის პედაგოგს, თინათინ ბუთხუზს.

მსგავსი სიახლეები