სსიპ აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის N 42 საჯარო სკოლა LEPL Tbilisi N42 Public School of Physics–Mathematics Named After Academician Ilia Vekua
სიახლეები

სიახლეების არქივი

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსი „მეცნიერება იწყება სკოლიდან – კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ გამარჯვებული პროქექტების განხორციელება დაიწყო

ჩვენი სკოლის  პედაგოგები: კოტე კუპატაძე , თინათინ ბუთხუზი და ნინო მთიულიშვილი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსი „მეცნიერება იწყება სკოლიდან –  კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ გამარჯვებულები არიან

გამარჯვებული პროექტებია:

  • "დიოფანტური განტოლებები"( მატემატიკა)
  • სალენის ტიპის ნაერთების სინთეზი და ბიოლოგიური აქტიურობის კვლევა( ქიმია)
  • „კლიმატის ცვლილება და მდგრადი განვითარება“ ( გეოგრაფია)

 

კვლევა მათემატიკაში

  მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს გაიმართა პირველი სამუშაო შეხვედრა პროექტ- "დიოფანტური განტოლებების" ფარგლებში.

 საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორმა, ბატონმა ლევან სულაქველიძემ, გააკეთა მოკლე მიმოხილვა შემდეგი საკითხებისა: ოთხი ფერის პრობლემა, ფერმას თეორემა, პუანკარეს ჰიპოთეზა, გოლდბახის პრობლემა, ტყუპი მარტივი რიცხვების პრობლემა, მარტივი რიცხვის ფორმულა. შეხვედრას ესწრებოდა პროექტის ხელმძღვანელი კოტე კუპატაძე და პროექტის მონაწილე მკვლევარები - აკ. . ვეკუას სახ. ფიზიკა-მათემატიკის . თბილისის N42 საჯარო სკოლის 9-12 კლასის მოსწავლეები. საბოლოოდ მკვლევარები დაიყვნენ სამ ჯგუფად და თითოეულმა მიიღო დავალებები; მოიძიონ მასალები და დაამუშაონ შემდეგი საკითხები: კომპლექსური რიცხვები, არითმეტიკული მოქმედებები კომპლექსურ რიცხვებზე, კომპლექსური რიცხვის გეომეტრიული ინტერპრეტაცია, კომპლექსური ცვლადის ფუნქციები, წრფივი და წილადწრფივი ფუნქციები, წილადწრფივი ფუნქციის წრიული თვისების გამოკვლევა.

 

 

 

ერთობლივი კვლევა გრძელდება ქიმიაში

2018 წლის პირველ ნოემბერს საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტს ესტუმრნენ აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის N 42 საჯარო სკოლის მოსწავლეები ანა რცხილაძე, ანა კალინიჩენკო, გიგა კობახიძე, ნინო ხელიძე, მარიამ მამისეიშვილი, ალექსანდრე ქერქაძე, მარიამ ვახტანგიშვილი და ქიმიის პედაგოგი თინათინ ბუთხუზი ერთობლივი პროექტის „სალენის ტიპის ნაერთების სინთეზი და ბიოლოგიური აქტიურობის კვლევა“ ფარგლებში.

მოსწავლეებმა პროექტის ასისტენტის თენგიზ ნოზაძის ხელმძღვანელობით ჩაატარეს სალენის ტიპის კომპლექსის სინთეზი. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები აგრარულ უნივერსიტეტში მიღებული გამოცდილებით კვლევას გააგრძელებენ სკოლის ნორჩ ქიმიკოსთა კლუბში და დაამზადებენ სალენის ტიპის კომპლექსებს სხვადასხვა მეტალებთან.

კვლევის შემდეგ ეტაპზე დაგეგმილია მიღებულ კომპლექსების ბიოლოგიური აქტიურობის თვისებების შესწავლა.

 

კვლევა გეოგრაფიაში

შოთა რუსთაველის საქართველოს  ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის “მეცნიერება იწყება სკოლიდან – კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით” ფარგლებში დაფინანსებული პროექტის: “კლიმატის ცვლილება და მდგრადი განვითარება” განხორციელება დაიწყო 2018 წლის 17 სექტემბერს. პროექტის ხელმძრვანელი არის ქ. თბილისის აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 42-ე საჯარო სკოლის გეოგრაფიის პედაგოგი – ნინო მთიულიშვილი. პროექტის სამეცნიერო კონსულტანტი – თსუ-ს ასოცირებული პროფესორი, გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი მარიამ ელიზბარაშვილი, ხოლო ასისტენტი თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის გეომორფოლოგია, კარტოგრაფია და ლანდშაფტური დაგეგმარების მიმართულების მაგისტრანტი გიორგი ჩართოლანი.

პროექტში ჩართულია ქ. თბილისის აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 42-ე საჯარო სკოლის 26 მოსწავლე მე-9,მე-10, მე-11 და მე-12 კლასებიდან.

პროექტს გააჩნია ფართო მიზანი კერძოდ, კლიმატის ცვლილების ერთ-ერთ ინდექსზე მუშაობის გზით დავანახოთ მოსწავლეებს კლიმატის ცვლილების პრობლემები და მდგარდი განვითარების მნიშვნელობა და არსი, და ამით ხელი შევუწყოთ სასწავლო პროცესში კვლევის ინტეგრირებას, ასევე მოსწავლეების გლობალურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას, რათა მათ იზრუნონ გლობალურად მსოფლიოზე და ლოკალურად თავის საცხოვრებელ გარემოსა თუ მოსახლეობაზე.

პროექტი შედგება ექვსი ეტაპისაგან და ამჟამად განხოერციელდა დაგეგმილი  შემდეგი ღონისძიებები:

შევისყიდეთ  პროექტის განხორციელებისათვის საჭირო ინვენტარი: 2 ცალი ლეპტოპი,პროექტორი,პრინტერი,რუკები და სხვადასხვა საკანცელარიო საქონელი.

ჩატარდა ლექციები და პრაქტიკული მეცადინეობები შემდეგ თემებზე: მსოფლიოსა და საქართველოს კლიმატურ ზონები,  კლიმატის ცვლილება და ამინდისა და კლიმატის ექსტრემალური მოვლენები, კლიმატის ცვლილების ინდექსები.

მოსწავლეები გაეცნენ გეოგრაფიულ საინფორმაციო სისტემას.ჩაუტარდათ პრაქტიკულ მეცადინეობა. დაიტანეს გეოგრაფიული კოორდინატები გეოინფორმაციულ სისტემებში აგებულ რუკაზე.

გვქონდა საველე გასვლა სოფ. მარტყოფის შემოგარენში – მარტყოფი-საგურამო-იალნოს ქედი.

ჩავატარეთ გასვლითი სემინარი ვაშლიჯვრის მეტეოსადგურში. 

პროექტის კონსულტანტის ქ-ნი მარიამ ელიზბარაშვილის  პრეზენტაცია  შოთა რუსთაველის საქართველოს  ეროვნული სამეცნიერო ფონდში.

 

მსგავსი სიახლეები