სსიპ აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის N 42 საჯარო სკოლა LEPL Tbilisi N42 Public School of Physics–Mathematics Named After Academician Ilia Vekua
სიახლეები

სიახლეების არქივი

მოსწავლეების საერთაშორისო წარმატება

2019 წლის 10-15 იანვარს ყაზახეთის ქალაქ ალმატიში ჩატარდა
ჟაუტიკოვის სახელობის მე-15 საერთაშორისო ოლიმპიადა მათემატიკაში,
ფიზიკასა და ინფორმატიკაში. წელს ოლიმპიადაზე 18 ქვეყნის 82 სკოლის გუნდი
იყო წარმოდგენილი. მათ შორის ტრადიციულად მონაწილეობდნენ აკადემიკოს
ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის №42 საჯარო
სკოლის მოსწავლეთა გუნდიც.
ჩვენი სკლის მოსწავლეები წარმატებით გამოვიდნენ ამ მეტად პრესტიჟულ
ოლიმპიადაზე. მეთორმეტეკლასელმა ნიკა სალიამ ინფორმატიკაში ვერცხლის
მედალი მოიპოვა, მეთერთმეტე კლასის მოსწავლემ გიორგი ძაძამიამ კი ფიზიკაში
ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.
ვულოცავთ მოსწავლეებს ამ წარმატებას და ვუსურვებთ შემდგომ გამარჯვებებს.
საქართველოს გუნდების საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის
სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით „საერთაშორისო სასწავლო
ოლიმპიადების“ ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდა.

მსგავსი სიახლეები