სსიპ აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის N 42 საჯარო სკოლა LEPL Tbilisi N42 Public School of Physics–Mathematics Named After Academician Ilia Vekua
სიახლეები

სიახლეების არქივი

მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები -2018

2018 წლის 12 ოქტომბერს აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-
მათემატიკის ქ.თბილისის №42 საჯარო სკოლაში 2018-2019 სასწავლო წლის
სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის საბაზო და საშუალო საფეხურების
თავმჯდომარეთა არჩევნები ჩატარდა.
თავმჯდომარეობის მსურველმა მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებმა
წამოაყენეს საკუთარი კანდიდატურები და წარადგინეს საარჩევნო პროგრამები. 
საბოლოოდ, არჩევნების შედეგად, მოსწავლეთა თვითმმართველობის
წევრების გადაწყვეტილებით, მოსწავლეთა თვითმმართველობის საბაზო
საფეხურის თავმჯდომარე გახდა 9/4 კლასის მოსწავლე - მარიამ გოზალიშვილი,
ხოლო საშუალო საფეხურის თავმჯდომარის პოზიცია 12/1 კლასის მოსწავლემ,
თეიმურაზ დოიაშვილმა, დაიკავა.
წარმატებები ვუსურვოთ მოსწავლეთა თვითმმართველობის ახლადარჩეულ
წევრებს სამომავლო საქმიანობაში!

მსგავსი სიახლეები