სსიპ აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის N 42 საჯარო სკოლა LEPL Tbilisi N42 Public School of Physics–Mathematics Named After Academician Ilia Vekua
სიახლეები

სიახლეების არქივი

საშაბათო სკოლა

საშაბათო სკოლა აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-
მათემატიკის ქალაქ თბილისის № 42 საჯარო სკოლაში 1995 წლიდან
ფუნქციონირებს და ყოველწლიურად დაახლოებით 800-900
მსმენელს იღებს.
საშაბათო სკოლა გახლავთ სკოლის გარე სერვისი, რომელიც
ემსახურება მსმენელებს მე-3-დან მე-11 კლასების ჩათვლით.
საშაბათო სკოლის მომსახურება ჩვენი სკოლის მოსწავლეებზე არ
ვრცელდება. მეცადინეობები ტარდება თვეში ოთხჯერ, ყოველ შაბათს
მათემატიკასა და ფიზიკაში, რომელთა ხანგრძლივობაა 1,5 საათი
(2 აკადემიური საათი). არდადაგების პერიოდში (იანვარი, ივნისი)
შესაძლებელია მეცადინეობების ჩატარება შაბათისგან განსხვავებულ
დღეებში , წინასწარ განსაზღვრულ დროს. ივნისის თვეში ჩატარდება
8 მეცადინეობა, ანუ 16 აკადემიური საათი.
ყოველ ასაკობრივ ჯგუფს, რომელშიც დაახლოებით
გაერთიანებულია 25-30 მსმენელი, აქვს შესაბამისი პროგრამა.
საშაბათო სკოლა ხელს უწყობს მათემატიკითა და ფიზიკით
დაინტერესებულ მოზარდებს შეუქმნას მოტივაცია ტექნიკური
საგნების მიმართ და განუვითაროს მათ ლოგიკური და ანალიტიკური
აზროვნება. სასწავლო კურსის ხარისხიანად და სრულფასოვნად
წარმართვის მიზნით საშაბათო სკოლაში შექმნილია სათანადო
სასწავლო-სამუშაო გარემო.
საშაბათო სკოლის პედაგოგები:
მათემატიკა
1. ნონა ქუშაშვილი
2. ოლეგ კვეტენაძე
3. ნუგზარ მახათაძე

4. გურამ სიხარულიძე
5. მედეია გურგენაძე
6. ალექსანდრე ნემსაძე
7. ნანა მეტრეველი
8. მაია თევდორაშვილი
9. ლელა მამულაშვილი
10. კოტე კუპატაძე
11. ეკატერინე ონაშვილი

ფიზიკა:
1. თეიმურაზ გაჩეჩილაძე
2. ესმა ხიზანიშვილი
3. გიორგი კაკაბაძე
4. ნონა თოდუა
საშაბათო სკოლის სამეცადონო ჯგუფების განრიგი.2018-2019 სასწავლო წელი

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები