სსიპ აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის N 42 საჯარო სკოლა LEPL Tbilisi N42 Public School of Physics–Mathematics Named After Academician Ilia Vekua
სიახლეები

სიახლეების არქივი

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსის ფარგლებში ჩვენი სკოლის მოსწავლეებისა და აგრარული უნივერსიტეტის ერთობლივი კვლევა გრძელდება

 

გრძელდება საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტისა და ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის N 42 საჯარო სკოლის ერთობლივი კვლევა სალენის ტიპის კომპლექსის სინთეზსა და მათ ბიოლოგიური თვისებების შესწავლაზე. პროექტში ჩართული მოსწავლეები კვლავ ესტუმრნენ კამპუსს.

    მათ მიერ საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტსა და სკოლის ქიმიის კლუბში უკვე სინთეზირებულია სალენის ტიპის კომპლექსები. ამჯერად მოსწავლეებმა დაათვალიერეს უჯრედული ხაზები, რომლებზეც უნდა გამოიცადოს სალენის ტიპის კომპლექსები. ისინი გაეცნენ მიკროსკოპიისა და ციტომეტრიის ძირითად მეთოდებს. ასევე უშუალოდ დააკვირდნენ ცდის მიმდინარეობას კვლევით ლაბორატორიაში და ლაბორატორიის ხელმძღვანელთან ნინა კულიკოვასთან და პროექტის ასისტენტ თენგიზ ნოზაძესთან (რომელიც უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტია) ერთად გააანალიზეს მიღებული შედეგები.

 

 

მსგავსი სიახლეები