სსიპ აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის N 42 საჯარო სკოლა LEPL Tbilisi N42 Public School of Physics–Mathematics Named After Academician Ilia Vekua
სიახლეები

სიახლეების არქივი

სკოლას თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების წარმომადაგენლები ესტუმრნენ

 

   2019 წლის 14 თებერვალს სკოლაში სტუმრად იმყოფებოდნენ თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების პროექტების მენეჯერი თეკო ძიძიგური და თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის კოორდინატორი ზაზა ოსმანოვი.

სტუმრები მეთერთმეტე-მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს შეხვდნენ .მათ წარმოადგინეს   საინტერესო პრეზენტეცია ამ ორი საკმაოდ მოთხოვნადი უნივერსიტეტის შესახებ. მოსწავლეებს გააცნეს  საბაკალავრო პროგრამების ძირითადი მიმართულებები, ისაუბრეს ჩარიცხვის კრიტერიუმებზე.

მოსწავლეებს გააცნეს თავისუფალი უნივერსიტეტის  მოკლევადიანი პროგრამები. კერძოდ ისაუბრეს  ბაზალეთის სასწავლო ცენტრზე, რომელიც ყოველწლიურად მასპინძლობს ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადების  მესამე ტურში გადასულ მოსწავლეებს.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა.

 

მსგავსი სიახლეები