სსიპ აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის N 42 საჯარო სკოლა LEPL Tbilisi N42 Public School of Physics–Mathematics Named After Academician Ilia Vekua
სიახლეები

სიახლეების არქივი

სკოლას ლიტერატურის მოყვარულ თინეიჯერთა ჯგუფი-„ ლიბერთინსი“ ეწვია

 

 

2019 წლის 20 თებერვალს სკოლაში სტუმრად იმყოფებოდნენ გამომცემლობა პალიტრა L-ის შიდა პროექტის -„ლიბერთინსის“ ჯგუფის ორგანიზატორები.

„ლიბერთინსის“  შემოქმედებითი ჯგუფის მიზანი თინეიჯერებში წიგნიერების დონის ამაღლებაა, რასაც  წარმატებით ახორციელებენ 2014 წლიდან.

სტუმრები IX-XI კლასის მოსწავლეებს შეხვდნენ და გააცნეს ინფორმაცია  მათი მორიგი გრანდიოზული ღონისძიების შესახებ, რომელიც ტარდება სკოლებს შორის საქართველოს მასშტაბით. ეს გახლავთ ლიტერატურულ-ინტელექტუალური კონკურსი, რომლის  მიზანია მოსწავლეების დაინტერესება როგორც სასკოლო მასალით , ასევე მხატვრული ლიტერატურით.

სკოლაში სტუმრებმა  სახალისო ვიქტორინაც გაათამაშეს და მოსწავლეები წიგნებით დააჯილდოვეს.

მსგავსი სიახლეები