სსიპ აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის N 42 საჯარო სკოლა LEPL Tbilisi N42 Public School of Physics–Mathematics Named After Academician Ilia Vekua
სიახლეები

სიახლეების არქივი

აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ქალაქ თბილისის № 42 საჯარო სკოლაში ISET-ის პროფესორების საჯარო ლექციები გრძელდება

 

ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ISET-ის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლასა და აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ქალაქ თბილისი № 42 საჯარო სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში 2018 წლიდან    პროფესორების საჯარო ლექციები  ხორციელდება.

 2019 წლის 21 თებერვალს სკოლაში სტუმრად იმყოფებოდა ლესტერის უნივერსიტეტის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მფლობელი და ISET-ის პროფესორი თეიმურაზ გოგსაძე.

ის X-XI კლასის მოსწავლებს  შეხვდა. შეხვდრაზე სტუმარმა ისაუბრა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე როგორებიცაა:  ვიზუალური და შემეცნებითი ილუზიები, გადაწყვეტილებების მიღების ილუზიები, ინფორმაციის ფორმა და საკუთარი გადაწყვეტილებების კონტროლი.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა.

 

მსგავსი სიახლეები