სსიპ აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის N 42 საჯარო სკოლა LEPL Tbilisi N42 Public School of Physics–Mathematics Named After Academician Ilia Vekua
სიახლეები

სიახლეების არქივი

პროექტი "კლიმატის ცვლილება და მდგრდი განვითარება"

 

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის# 42 საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებლის ნინო მთიულიშვილისა და მოსწავლეების მიერ განხორციელდა კვლევა. 
პროექტის მიზანი გახლდათ კლიმატის ცვლილების ერთერთი ინდექსის -"ტროპიკული ღამეების" განაწილების გეოგრაფიული თავისებურების გაანალიზება დ ამ გზით მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება კლიმატის ცვლილების პრობლემატიკაზე, მდგრადი განვითარების მნიშვნელობასა და არსზე. 
კვლევის მიზანი ასევე გახლდათ მოსწავლეების გლობალურ მოქალაქეებად ჩამოყალიბება და მათ მიერ ტროპიკული ღამეების რაოდენობის ცვლილების სიჩქარეების ამსახველი საქართველოს რუკის შედგენა. 
პროექტმა ხელი შეუწყო მოსწავლეთა განათლების ხარისხის ამაღლებას, განათლების და კვლევის დაახლოებას.
მოსწავლეები გაეცნენ მდგრადი განვითარების მიზნებს და ამ მიზნების კავშირს კლიმატის ცვლილებებს შორის. ისინი ასევე გაეცნენ გეოიმფორმაციულ სისტემებს და მისი გამოყენების შესაძლებლობებს სხვადასხვა კონკრეტული ამოცანის გადაჭრისთვის.
მოსწავლეებმა გაითავისეს საველე ჯგუფური და დამოკიდებელ მუშაობის უნარჩვვები. მიიღეს მეტეოროლოგიურ ხელსაწყოებზე მუშაობის გამოცდილება. გაეცნენ კოორდინატების განსაზღვრას GP- ის გამოყენებით და შემდეგ ამ კოორდინატების რუკაზე დატანას, შეიძინეს კვლევის შედეგების გაფორმების და წარმოჩენის უნარ-ჩვევები. კვლევის სტრატეგია მოიცვდა ლექციბს, სემინარებს და პრეზენტაციებს.

მსგავსი სიახლეები