სსიპ აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის N 42 საჯარო სკოლა LEPL Tbilisi N42 Public School of Physics–Mathematics Named After Academician Ilia Vekua
სიახლეები

სიახლეების არქივი

აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა მათემატიკის ქალაქ თბილისის № 42 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოქმედებითი კრებული გამოსცეს

 

        კრებული „საშინაო დავალება“ ლიტერატურული დებიუტია, რომლის მთავარი რედაქტორი მეთერთმეტე კლასის მოსწავლე თეკლე მუსერიძეა.

 კრებულის ავტორები  ჩვენი სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის ნინო ნასყიდაშვილის 40-მდე მოსწავლეა.

კრებულში შემავალი  ნაშრომები: ლექსები,ჩანახატები, ნოველები -შექმნილია  საგაკვეთილო პროცესში  ან საშინაო დავალების სახით.

მოსწავლეების წამოწყება ემსახურება ახალგაზრდებში შემოქმედებითი უნარების აღმოჩენასა და განვითარებას. სწორედ ამიტომ წიგნი ინტერაქტიულია და მასში დატოვებულია ცარიელი სივრცე მკითხველთათვის, რათა მათ თავად შეძლონ მისი სრულყოფა თავიანთი შთაბეჭდილებებითა და ემოციებით.

წიგნს წინასიტყვაობა დაურთეს ენათმეცნიერების აკადემიკოსმა და პოეტმა შარლოტა კვანტალიანმა და ფილოლოგებმა: ლინდა გოირგაძემ და ნინო ბინიაშვილმა.   წიგნის პრეზენტაცია მწერალთა კავშირში გაიმართა.                              

მსგავსი სიახლეები