სსიპ აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის N 42 საჯარო სკოლა LEPL Tbilisi N42 Public School of Physics–Mathematics Named After Academician Ilia Vekua
სიახლეები

სიახლეების არქივი

აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილსის № 42 საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა და მასწავლებელთა რესპუბლიკური კონფერენციაზე- "ოქროს რიცხვი – 2019”.

 

2019 წლის 19 მაისს საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში ჩატარდა მოსწავლეთა და მასწავლებელთა რესპუბლიკური კონფერენცია "ოქროს რიცხვი - 2019". კონფერენცია ორგანიზებული იყო საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის მიერ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის "მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების" პროექტის ფარგლებში. კონფერენციაზე აქტიური მონაწილეობა მიიღეს აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის №42 საჯარო სკოლის ქიმიის კლუბის წევრმა მოსწავლეებმა(კლუბის ხელმძღვანელი :თინათინ ბუთხუზი).  მოსწავლეები  ორი თვის განმავლობაში  ამზადებდნენ კვლევით პროექტებს და კონფერენციაზე წარმატებულად  წარადგინეს თავიანთი ნაშრომები.

 

 

მსგავსი სიახლეები