სსიპ აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის N 42 საჯარო სკოლა LEPL Tbilisi N42 Public School of Physics–Mathematics Named After Academician Ilia Vekua
სიახლეები

სიახლეების არქივი

საშაბათო სკოლის მსურველთა საყურადღებოდ!

საშაბათო სკოლაში მსმენელთა (III-XI კლასები) რეგისტრაცია დაიწყება 2019 წლის 20 სექტემბრიდან სკოლის ვებ- გვერდზე(www.vekua42.edu.ge), ელექტრონულად.

III–VIკლასებისათვის მეცადინეობები ჩატარდება მათემატიკაში; VII-XI კლასებისათვის - მათემატიკასა და ფიზიკაში. მეცადინეობის ხანგრძლივობაა 1,5 ასტრონომიული საათი. საშაბათო სკოლის მომსახურების საფასური ყოველ კალენდარულ თვეში შეადგენს 60 ლარს.

საშაბათო სკოლის მეცადინეობების (2019-2020წ.) განრიგის საშუალებით, რეგისტრაციისას მსმენელს საშუალება ექნება შეარჩიოს მისთვის სასურველი პედაგოგი შესაბამისი კლასისა და დროის გათვალისწინებით.

ჯგუფში მსმენელთა მაქსიმალური რაოდენობა ოცდაათია. თითოეული ჯგუფის სრულად დაკომპლექტების შემთხვევაში ავტომატურად შეწყდება რეგისტრაცია. აღნიშნულ შემთხვევაში  შესაძლებლობა გექნებათ აირჩიოთ სხვა ჯგუფი.

მსმენელები, რომლებიც გასულ სასწავლო წელს სარგებლობდნენ საშაბათო სკოლის მომსახურებით და სურვილი აქვთ იმავე მომსახურებით ისარგებლონ მიმდინარე სასწავლო წელსაც, რეგისტრირდებიან თავიდან.

საშაბათო სკოლაში მეცადინეობა დაიწყება 2019 წლის 5 ოქტომბერს.

საშაბათო სკოლაში სწავლის მსურველი  ვალდებულია:

  • გაიაროს ელექტრონული რეგისტრაცია სკოლის ვებგვერდზე - vekua42.edu.ge,   2019 წლის 20 სექტემბრიდან 5 ოქტომბრამდე;
  • რეგისტრაციის გავლისთვის კურსორი დააჭირეთ ვებგვერდზე გამოტანილ წარწერას „რეგისტრაცია საშაბათო სკოლაში“ და  შეავსეთ  სარეგისტრაციო ფორმა შემდეგი ველებით:

მოსწავლის სახელი, გვარი;

მოსწავლის პირადი ნომერი;

მშობლის სახელი, გვარი;

მშობლის ტელეფონის ნომერი;

კლასი;

საგანი;

პედაგოგი;

დრო;

  • რეგისტრაციისდასრულებისთვის კურსორი დააჭირეთ  ღილაკს „რეგისტრაცია“;
  • თუ ერთ მსმენელს სურვილი აქვს აირჩიოს ორი საგანი, რეგისტრაციას გადის ცალ-ცალკე ორივე საგანში;

საშაბათო სკოლაში ელექტორნულად დარეგისტრირებული მსმენელის მშობელი, მეცადინეობის დაწყების დღეს, 5 ოქტომბერს, მიმართავს სკოლას ხელშეკრულების გასაფორმებლად. აუცილებელია მშობელმა თან იქონიოს  თავისი პირადობის მოწმობის  ასლი.

საშაბათო სკოლის VI-X კლასების მსმენელებს, სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ ჩაუტარდებათ შემაჯამებელი წერა, რომლის შედეგების საფუძველზე, წარმატებულ  მსმენელებს საშუალება მიეცემათ სწავლა გააგრძელონ აკადემიკოს ი. ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქ. თბილისის N42 საჯარო სკოლაში. მეშვიდე კლასში გადამსვლელთა შემთხვევაში, შემაჯამებელ   წერაში მონაწილეობის  უფლება ექნება იმ მსმენელებს, რომლებიც საშაბათო სკოლის მომსახურებით სარგებლობენ  2019 წლის თებერვლამდე და შემდეგ.

გისურვებთ წარმატებებს.

მსგავსი სიახლეები