ძვირფასო მოსწავლეებო!
საერთაშორისო დისტანციური ოლიმპიადა „მესამე ათასწლეული“ ტარდება 2000 წლიდან მსოფლიოს 40-მდე ქვეყანაში.
ორგანიზატორი - სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ამავე ქალაქის მათემატიკური წრე.
2002 წლიდან ოლიმპიადაში მონაწილობენ საქართველოს, ძირითადად ჩვენი სკოლის მოსწავლეები. წლების განმავლობაში მოსწავლეებს აქვთ მოგებული 5 პირველი და 30-მდე მეორე და მესამე ხარისხის დიპლომები. ოლიმპიადის დიპლომი „ფასობს“ სხვადსხვა ქვეყნის უნივერსიტეტებში, რაც რამდენიმე ჩვენ კურსდამთავრებულს დაეხმარა ამ სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების მხრივ.
გიწვევთ, მიიღოთ მონაწილეობა 2019-2020 სასწავლო წლის ოლიმპიადაში, რომელიც ტრადიციულად ჩატარდება 2 ტურად:
I ტური (ეს ტური) - დავალებები შეგიძლიათ შეასრულოდ სახლებში, გააფორმოთ რვეულში და ჩააბაროთ ოლიმპიადის კურატორს. შეგახსენებთ, რომ ოლიმპიადა ინდივიდუალურია და ნებისმიერ გუნდურ შემოქმედებას მოყვება დისკვალიფიკაცია.
I ტურის შედეგები გამოქვეყნდება ნოემბრის ბოლოს.
II ტურში მონაწილეობას მიიღებენ I ტურის გამარჯვებულები და ის ჩატარდება ჩვენ სკოლაში 2020 წლის თებერვალში.
I ტურის ნამუშევრები უნდა ჩააბაროთ არაუგვიანეს 8 ნოემბრისა საშა-მასწავლებელს. აგრეთვე საშა-მასწავლებელს მიმართეთ ამოცანებთან დაკავშირებული ყველა საკითხით.
გისურვებთ წარმატებას
ოლიმპიადის კურატორი საქართველოში
ალექსანდრე ნემსაძე
(საშა-მასწავლებელი)
იხილეთ ქვემოთ ფაილები კლასების მიხედვით :