სსიპ აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის N 42 საჯარო სკოლა LEPL Tbilisi N42 Public School of Physics–Mathematics Named After Academician Ilia Vekua
სიახლეები

სიახლეების არქივი

წყლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მოსწავლეებმა მინიაქციები მოაწყვეს

2015 წლის22 მარტს, წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" აკადემიკოს ი. ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქ.თბილისის #42 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდ √H2O ერთად, თბილისის რამდენიმე სკვერში მინიაქციები მოაწყო.
აქციები ვაკეში მდებარე მრგვალ ბაღში, პეკინის გამზირზე მდებარე ბუკიას ბაღსა და აღმაშენებლის გამზირზე მდებარე „ვარდების ბაღში“ განთავსებულ სასმელი წყლის გაუქმებულ სოკო-შადრევნებთან გაიმართა. წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ამ სოკო-შადრევნების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებლობას იღებს და დღევანდელი დღის შემდეგ, თბილისელები სასმელი წყლის შადრევნებით სარგებლობას შეუფერხებლად შეძლებენ. თითოეული შადრევნის ირგვლივ მოეწყო ფოტოგამოფენა, რომელიც ასახავს, თუ როგორ მუშავდება და რა გზას გადის სასიცოცხლოდ უმნიშვნელოვანესი პროდუქტი - სასმელი წყალი, ვიდრე თბილისელების ონკანებამდე

მსგავსი სიახლეები