სსიპ აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის N 42 საჯარო სკოლა LEPL Tbilisi N42 Public School of Physics–Mathematics Named After Academician Ilia Vekua
სიახლეები

სიახლეების არქივი

ჩვენი სკოლის მონაწილეობა საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობების 2018-2019 სასწავლო წლის მუშაობის ამსახველი გამოფენაზე

          2019 წლის 25 ოქტომბერს ძველი თბილისის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით კლასიკურ გიმნაზიაში გაიმართა სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ყველა საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობების 2018-2019 სასწავლო წლის მუშაობის ამსახველი გამოფენა. ღონისძიებაში მონაწილეობდა აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის  ქალაქ თბილისი №42 საჯარო სკოლის თვითმმართველობაც სკოლის ადმინიდტრაციის წარმომადგენლებთან ერთად.

           საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, მოწვეულ სტუმრებთან ერთად დააანონსა 2019-2020 სასწავლო წელს განსახორციელებელი საქმიანობის მიმართულეები და სკოლების საშუალო საფეხურის თვითმმართველობის თავმჯდომარეებს, როგორც სკოლაში ცვლილებების ელჩებს, საზეიმო ვითარებაში გადასცა რწუნებათა სიგელი.

მოსწავლეთა თვითმმართველობას უფლება აქვს სკოლის შინაგანაწესში შესატან ცვლილებებზე იმუშაოს, ჰყავდეს თავისი წარმომადგენელი სამეურვეო საბჭოში, შექმნას სხვადასხვა ჯგუფები და კლუბები სკოლაში და ხელი შეუწყოს ფორმალურ გარემოში არაფორმალური განათლებისა და აქტივობების განხორციელებას, ასევე მოპოვებული გრანტებისა და ფინანსების განკარგვაშიც კი შეუძლია მონაწილეობის მიღება.

 

მსგავსი სიახლეები