აკადემიკოს ი.ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 42-ე საჯარო სკოლა

42 Public School of Physics and Mathematics Named After Academician I. Vekua



სკოლა
სიახლეები
16 იან 2018
მოსწავლეების საერთაშორისო წარმატება

2018 წლის 13-17 იანვარს ყაზახეთის ქალაქ ალმატიში ჩატარდა ჟაუტიკოვის სახელობის მე-14 საერთაშორისო ოლიმპიადა მათემატიკაში, ფიზიკასა და ინფორმატიკაში. წელს ოლიმპიადაზე 15 ქვეყნის 58 სკოლის გუნდი იყო წარმოდგენილი. მათ შორის ტრადიციულად მონაწილეობდნენ აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის №42 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდიც. ჩვენი სკოლის მოსწავლეები წარმატებით გამოვიდნენ ამ მეტად პრესტიჟულ ოლიმპიადაზე. მეთორმეტეკლასელმა ზურაბ ჯაშმა ფიზიკაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა ასევე ინფორმატიკაში მეთერთმეტე კლასის მოსწავლემ ნიკა სალიამ. ვულოცავთ მოსწავლეებს ამ გამარჯვებას და მადლობას ვუხდით მათ ხელმძღვანელებს - გურამ ქოთოლაშვილს, გუგა ხუნძაკიშვილს და თორნიკე მანძულაშვილს გაწეული შრომისათვის .

ბმულები
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

ეროვნული სასწავლო გეგმა

გვიპოვეთ ფეისბუქზე

გამოცდების ეროვნული ცენტრი