აკადემიკოს ი.ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 42-ე საჯარო სკოლა

42 Public School of Physics and Mathematics Named After Academician I. Vekua



სკოლა
სიახლეები
29 იან 2018
IX-5 კლასის მოსწავლეები გუნდური ინეტელექტუალური თამაშის „ ტვინების ბრძოლა“ გამარჯვებულები გახდნენ

გუნდურ ინტელექტუალურ თამაშში „ტვინების ბრძოლა“ მონაწილეობდა საქართველოს მასშტაბით სკოლის სახელით მოასპარეზე 30 გუნდზე მეტი. მათ შორის იყვნენ აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის N 42 საჯარო სკოლის გუნდებიც. შემოდგომის სეზონზე ჩატარდა ერთი შესარჩევი და ექვსი ოფიციალური შეხვედრა. ფინალური შეჯიბრი გაიმართა 2017 წლის 24 დეკემბერს და გამოვლინდა ერთი გამარჯვებული გუნდი, ჩვენი სკოლის IX-5 კლასის მოსწავლეები: გიორგი ჭიკაიძე, გიორგი მეფარიშვილი, დაჩი მაისურაძე, ანა ჯაფარიძე და ალექსანდრე გუნია. გამარჯვებული მოსწავლეები პროექტის ორგანიზატორების მიერ დაჯილდოვდნენ დიპლომებითა და ერთ კვირიანი ბაკურიანის ზამთრის უფასო ბანაკის საგზურებით. ვულოცავთ მოსწავლეებს ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს.

ბმულები
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

ეროვნული სასწავლო გეგმა

გვიპოვეთ ფეისბუქზე

გამოცდების ეროვნული ცენტრი