აკადემიკოს ი.ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 42-ე საჯარო სკოლა

42 Public School of Physics and Mathematics Named After Academician I. Vekua



სკოლა
სიახლეები
18 დეკ 2017
ჩვენი სკოლის X-3 კლასის მოსწავლეების ანი შატაკიშვილისა და ნუცა მაისაშვილის მიერ განხორციელებული ორდღიანი ტრენინგი თემაზე: “ცხოვრება კიბეა და არა ესკალატორი“

2017 წლის 16-17 დეკემბერს ჩვენი სკოლის X-3 კლასის მოსწავლეების ანი შატაკიშვილისა და ნუცა მაისაშვილის ორგანიზებით VII-XI კლასის მოსწავლეებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „ ცხოვრება კიბეა და არა ესკალატორი“. იგი მოიცავდა სახალისო აქტივობებს, ჯგუფურ სამუშაოებსა და დისკუსიებს. მოსწავლეებმა პროექტი მოამზადეს სამოქალაქო განათლების პედაგოგის ქ-ნ მაკა ბიბილეიშვილის ინიციატივითა და მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა ჩაატარეს ორდღიანი ინტერაქტიული ტრენინგი, რომლის მიზანიც გახლდათ მოსწავლეებში წარმატებისკენ მიმავალი გზის სწორად დანახვა და ამასთანავე ცნობიერების ამაღლება ადამიანებთან კომუნიკაციისას და მათთან სწორი ურთიერთობების ჩამოყალიბება. პროექტის ხელმძღვანელები და ტრენინგში მონაწილე მოსწავლეები სკოლის ადმინისტრაციამ სერტიფიკატებით დააჯილდოვა.

ბმულები
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

ეროვნული სასწავლო გეგმა

გვიპოვეთ ფეისბუქზე

გამოცდების ეროვნული ცენტრი