აკადემიკოს ი.ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 42-ე საჯარო სკოლა

42 Public School of Physics and Mathematics Named After Academician I. Vekua



სკოლა
სიახლეები
23 მარ 2018
სკოლას საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) წარმომადგენლები ესტუმრნენ

2018 წლის 23 მარტს სკოლას საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სამართლისა და პოლიტიკის სკოლის პროფესორი ბატონი მერაბ კაკულია ესტუმრა. ის მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს შეხვდა. სტუმარმა აბიტურიენტებს გააცნო GIPA-ს ახალი საბაკალავრო პროგრამები, ისაუბრა პროგრამის მიმართულებებზე და ყველა იმ სიახლეზე, რომელსაც ინსტიტუტი სთავაზობს სტუდენტებს. შეხვედრაზე ბატონმა მერაბმა საიტერესოდ ისაუბრა ეკონომიკის, როგორც სოციალური მეცნიერების როლსა და დანიშნულებაზე, ეკონომიკის თანამედროვე პრინციპებისა და მეთოდების პრაქტიკაში გამოყენებაზე. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა.

ბმულები
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

ეროვნული სასწავლო გეგმა

გვიპოვეთ ფეისბუქზე

გამოცდების ეროვნული ცენტრი