აკადემიკოს ი.ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 42-ე საჯარო სკოლა

42 Public School of Physics and Mathematics Named After Academician I. Vekua



სკოლა
სიახლეები
01 აპრ 2018
სკოლამ დანიის მასწავლებელთა ეროვნული პროფკავშირების დელეგაციას უმასპინძლა

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერების თავისუფალი პროფკავშირის მოწვევით, საქართველოში იმყოფებოდა დანიის მასწავლებელთა ეროვნული პროფკავშირის (GL) დ ელეგაცია, რომლის წარმომადგენლებიც აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის N 42 საჯარო სკოლას ეწვივნენ. შეხვედრის მიზანი გახლდათ გაცნობოდნენ ქართველი მოსწავლეების ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში, აინტერესებდათ რამდენად იყენებენ ისინი ინტერნეტ კომუნიკაციებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს გაკვეთილზე. სტუმრები დაესწრნენ ჩვენი სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგის ქალბატონ მაკა ბიბილეიშვილის გაკვეთილს, გაკვეთილის თემატიკა გახლდათ: „მედია-მეოთხე ხელისუფლება“. სტუმრებმა მოიწონეს მასწავლებლის საკმაოდ მაღალი კვალიფიკაცია და განსაკუთრებით ხაზი გაუსვეს მოსწავლეების დამოკიდებულება განსახილველი თემის მიმართ. მსგავსი ტიპის შეხვედრები მიზნად ისახავს ორი ქვეყნის საგანმანათლებლო სიახლეების გაზიარებას, სწავლა-სწავლების თანამედროვე მიდგომების დანერგვასა და თანამშრომლობას.

ბმულები
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

ეროვნული სასწავლო გეგმა

გვიპოვეთ ფეისბუქზე

გამოცდების ეროვნული ცენტრი