აკადემიკოს ი.ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 42-ე საჯარო სკოლა

42 Public School of Physics and Mathematics Named After Academician I. Vekua



სკოლა
სიახლეები
01 აპრ 2018
მათემატიკური ფესტივალი- 2018

2018 წლის 14 მარტს , საქართველოში უკვე მესამედ ჩატარდა ყველაზე მასშტაბური, ყოველწლიური „მათემატიკის ფესტივალი“. ფესტივალის ორგანიზატორი გახლავთ მათემეტიკური ოლიმპიადა „ ევერესტი“. ფესტივალში მონაწილეობდა საქართველოს მასშტაბით 50-მდე საჯარო და კერძო სკოლა, მათ შორის აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მატემატიკის ქალაქ თბილისის # 42 საჯარო სკოლის მოსწავლეებიც.: დემეტრე გელაშვილი, ირაკლი ხუციშვილი, გიორგი ძაძამია და ნიკოლოზ შენგელაია. სკოლის გუნდებმა მათემატიკის თემაზე შექმნილი სხვადასხვა პროექტები და პრეზენტაციები წარადგინეს.მათემატიკის ფესტივალზე ჩატარდა π რიცხვის კონკურსი, რომელშიც ჩვენი სკოლის მე-11 კლასის მოსწავლემ ნიკოლოზ შენგელაიამ გაიმარჯვა. მას ორგანიზატორებისგან გადაეცა კომპანია“ექსპერიმენტორიუმის“ საოჯახო მოსწვევი და π-ის ფორმის თასი. კონკურსის ყველა მონაწილე სიგელებით დაჯილდოვდა. ფესტივალის მიზანია: 1) მათემატიკის პოპულარიზაცია; 2) სკოლების წარდგენა საზოგადოებისთვის; 3) სასკოლო ცხოვრების გახალისება და გამრავალფეროვნება; 4) მოსწავლეებში სწავლის მოტივაციის ამაღლება; 5) კრეატიული იდეების წახალისება. აღსანიშნავია, რომ ღონისძიება მთელს მსოფლიოში აღიარებულ მათემატიკურ დღესასწაულს, π-ს დღეს(π=3.14) ემთხვევა. პირველად ეს დღე 1987 წელს სანფრანცისკოს ხელოვნებისა და მეცნიერების მუზეუმში აღინიშნა.

ბმულები
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

ეროვნული სასწავლო გეგმა

გვიპოვეთ ფეისბუქზე

გამოცდების ეროვნული ცენტრი