აკადემიკოს ი.ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 42-ე საჯარო სკოლა

42 Public School of Physics and Mathematics Named After Academician I. Vekua



სკოლა
სიახლეები
13 აპრ 2017
პროექტის „ევროპული ხედვა ჩვენს ობიექტივში“ შემაჯამებელი ღონისძიება

თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსება მოიპოვა აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის №42 საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინიციატივო ჯგუფის პროექტმა „ ევროპული ხედვა ჩვენს ობიექტივში“. პროექტის ფარგლებში განხორციელდა სხვადასხვა აქტივობები. მოსწავლეებს ჩაუტარდათ ტრენინგი ევროპული ღირებულებების შესახებ, ასევე გაიარეს ვიდეოადვოკატირების ტრენინგი. პროექტის ფარგლებში შეიქმნა მოსწავლეთა სამი ჯგუფი, რომლებმაც ტრენინგებზე მიღებული ცოდნის საფუძველზე შექმნეს ვიდეოები თემაზე საქართველო და ევროპა. ვიდეოები აიტვირთა სოციალურ ქსელში და დიდი მოწონება დაიმსახურა. პროექტის დასასრულს ჩატარდა შემაჯამებელი ღონისძიება , ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატები და წიგნების მაღაზია „ ბიბლუსის“ ვაუჩერები.

ბმულები
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

ეროვნული სასწავლო გეგმა

გვიპოვეთ ფეისბუქზე

გამოცდების ეროვნული ცენტრი