აკადემიკოს ი.ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 42-ე საჯარო სკოლა

42 Public School of Physics and Mathematics Named After Academician I. Vekua



სკოლა
სიახლეები
25 აპრ 2017
პროექტის „ფორუმ- თეატრი სოციალური თანასწორობისთვის“ შემაჯამებელი ღონისძიება ახალი მზიურის ამფითეატრში.

თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსება მოიპოვა აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის №42 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის პროექტმა „ფორუმ- თეატრი სოციალური თანასწორობისთვის“. პროექტის მთავარი მიზანი გახლდათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ყოველდღიური ცხოვრების პრობლემათა წარმოჩენა მაყურებლისთვის და დისკუსიის სახით ამ პრობლემების გადაჭრის გზაზე მსჯელობა. პროექტის ფარგლებში მოსწავლეები ეწვივნენ დღის ცენტრ „ანიკას“ და ორი თვის განმავლობაში შშმ პირებთან ერთად მოამზადეს თეატრალური დადგმა , რომელიც სამი ეპიზოდური სცენისგან შედგებოდა. თითოეული ეპიზოდი დაფუძნებული იყო რეალურ ისტორიაზე, რომელთა გაცოცხლებაშიც შშმ პირებმა მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ქალაქ თბილისის მერიის წარმომადგენლები, სკოლის ადმინისტრაციის წევრები და სკოლის მოსწავლეები.

ბმულები
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

ეროვნული სასწავლო გეგმა

გვიპოვეთ ფეისბუქზე

გამოცდების ეროვნული ცენტრი