აკადემიკოს ი.ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 42-ე საჯარო სკოლა

42 Public School of Physics and Mathematics Named After Academician I. Vekua



სკოლა
სიახლეები
07 მაი 2017
ევროპის დღე -2017

2017 წლის 7 მაისს რიყის პარკში ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებმა წარმოადგინეს თავიანთი ქვეყნები. გაიმართა წარმოდგენები და გასართობი ღონისძიებები ბავშვებისთვის. ევროპის დღის ორგანიზებაში მოხალისეებად მონაწილეობა მიიღეს ჩვენი სკოლის უფროსი კლასის მოსწავლეებმა, ასევე სკოლას დათმობილი ჰქონდა კუთხე, სადაც მოსწავლეებმა წარმოადგინეს სახალისო სამეცნიერეო ექსპერიმენტები, რომლის ნახვა და მასში მონაწილეობის მიღება შეეძლო ყველა იქ მოსულ სტუმარს. ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს პრეზიდენტი და მთავრობის წევრები, ასევე უცხო ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლები.

ბმულები
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

ეროვნული სასწავლო გეგმა

გვიპოვეთ ფეისბუქზე

გამოცდების ეროვნული ცენტრი