აკადემიკოს ი.ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 42-ე საჯარო სკოლა

42 Public School of Physics and Mathematics Named After Academician I. Vekua



სკოლა
სიახლეები
19 მაი 2017
სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის გამარჯვებული თამთა თოფურია

აკადემიკოს ი. ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის №42 აჯარო სკოლის მოსწავლემ თამთა თოფურიამ გაიმარჯვა სამოქალაქო განათლების ოლიმპიადაში და მოიპოვა სამკვირიანი ტური Oxford-ში, დიდი ბრიტანეთის საზაფხულო სკოლაში. სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა .2016 წლის დეკემბრიდან დაიწყო ეროვნული მასშტაბით, რომლის პირველ ეტაპზე 28000-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა, მათ შორის აკადემიკოს ი. ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის №42 საჯარო სკოლის მოსწავლეებმაც, რომლებმაც წარმატებით გადალახეს პირველი ეტაპი და მოხვდნენ საუკეთესო 2000 მოსწავლეს შორის. მოსწავლეები დაჯილდოვდნენ წიგნების მაღაზია „ბიბლუსის“ ვაუჩერებითა და სხვადასხვა წამახალისებელი პრიზებით. ოლიმპიადის მეორე ტურში შესრულებული ნამუშევრებისთვის კი ჩვენი სკოლის მოსწავლეთა უპრეცენდენტო რაოდენობამ მოიპოვა საზაფხულო „ეკო-ბანაკის“ საგზური, წიგნების ვაუჩერი, „Kindle“ და მოხვდა საუკეთესო 200-ეულში, რომლებიც გამარჯვებისთვის იბრძოლებდნენ. 2017 წლის მაისში, მესამე ტურის პირველ ეტაპზე მონაწილეებმა დაწერეს ესეები. სწორედ მათ მიხედვით შეირჩა 40 მოსწავლე, №42 სკოლის ორი მოსწავლის ანამარია ჩხაიძისა და თამთა თოფურიას მონაწილეობით. 19 მაისს, ოლიმპიადის საბოლოო ეტაპზე მოსწავლეებმა წარადგინეს საკუთარი ესეები პრეზენტაციის სახით და გამოვლინდა 20 გამარჯვებული.

ბმულები
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

ეროვნული სასწავლო გეგმა

გვიპოვეთ ფეისბუქზე

გამოცდების ეროვნული ცენტრი