აკადემიკოს ი.ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 42-ე საჯარო სკოლა

42 Public School of Physics and Mathematics Named After Academician I. Vekua



სკოლა
სიახლეები
25 მაი 2017
№42 საჯარო სკოლის გუნდი მახვილგონიერთა და მხიარულთა ასპარეზობის ფინალის გამარჯვებულია

აკადემიკოს ი. ვეკუას სახელობის ფიზიკა- მათემატიკის №42 საჯარო სკოლის გუნდი მახვილგონიერთა და მხიარულთა ასპარეზობის ფინალის გაიმარჯვებული გახდა. 2017 წლის 25 მაისს მოსწავლე - ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზში შემეცნებით თამაშობათა სტუდიის (ხელმძღვანელი ციალა საღარაძე) ორგანიზებით გაიმართა მახვილგონიერთა და მხიარულთა ასპარეზობის ფინალი ქ. თბილისის №42 და №71 სკოლის გუნდებს შორის. №42 საჯარო სკოლის გუნდმა თბილისის სკოლის გუნდებს შორის გაიმარჯვა და ფინალში მოხვდა. ფინალში გუნდები ერთმანეთს ერუდიციასა და საზრიანობაში, სისწრაფეში, შემოქმედებით შესაძლებლობებში შეეჯიბრნენ, უპასუხეს კითხვებს სხვადასხვა სფეროდან, გაიმართა ბლიც-კონკურსი, თეატრალური კონკურსი, მუსიკალური ვიქტორინა, მხიარული შეჯიბრი. ... ასპარეზობის შედეგები შეაჯამა ჟიურიმ, სასახლის სამხატვრო ხელმძღვანელის, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის გოგი თოდაძის თავმჯდომარეობით. მოსწავლეებს გადაეცათ სამახსოვრო პრიზები და სერტიფიკატები.

ბმულები
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

ეროვნული სასწავლო გეგმა

გვიპოვეთ ფეისბუქზე

გამოცდების ეროვნული ცენტრი