აკადემიკოს ი.ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 42-ე საჯარო სკოლა

42 Public School of Physics and Mathematics Named After Academician I. Vekua



სკოლა
სიახლეები
05 ივნ 2017
ჩვენი სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები ეკა ფანცულაია და ანასტასია კვინიკაძე მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის “ Flex”-ის გამარჯვებულები გახდნენ

ჩვენი სკოლის ორი მოსწავლე ეკა ფანცულაია და ანასტასია კვინიკაძე "Flex”-ის პროგრამის გამარჯვებულები გახდნენ და ისინი ერთი სასწავლო წლის განმავლობაში გაემგზავრებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში. მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა "FLEX" მოსწავლებს სთავაზობს შესაძლებლობას გაეცნონ ამერიკის კულტურას და ხალხს საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის მეშვეობით,ისწავლონ ამერიკულ სკოლაში და იცხოვრონ ამერიკელ მასპინძელ ოჯახში ერთი აკადემიური წლის მანძილზე. “ Flex”-ის პროგრამაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს მასშტაბით 6000-მა მოსწავლემ IX-XI კლასების ჩათვლით. სამი ეტაპის გავლის შემდეგ გამოვლინდა 80 ქართველი გამარჯვებული . პროექტი დაფინანსებულია ამერიკის სახელმწიფის მიერ.

ბმულები
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

ეროვნული სასწავლო გეგმა

გვიპოვეთ ფეისბუქზე

გამოცდების ეროვნული ცენტრი