აკადემიკოს ი.ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 42-ე საჯარო სკოლა

42 Public School of Physics and Mathematics Named After Academician I. Vekua



სკოლა
სიახლეები
04 ივნ 2017
აკადემიკოს ი. ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის №42 საჯარო სკოლის გუნდი „მთაწმინდა-42“ გეოვიქტორინა -2017-ის გამარჯვებულია

2017 წლის 4 ივნისს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარკებიან დარბაზში - ეროვნული სასახლისა და ალ.ჯავახიშვილის სახელობის გეოგრაფიული საზოგადოების ორგანიზებით ჩატარდა გეოგრაფიული ვიქტორინა, რომელშიც I ადგილზე გავიდა აკ. ი.ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის № 42 საჯარო სკოლის გუნდი „მთაწმინდა-42“ (პედაგოგი: ნ. მთიულიშვილი). კონკურსში მონაწილეობდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის, თბილისის საჯარო და კერძო სკოლების 25 გუნდი (VIII-XII კლასების მოსწავლეები). თითოეულ გუნდში 5 მოსწავლე იყო. მონაწილეებს 20 კითხვაზე უნდა გაეცათ პასუხი. გამარჯვებულ გუნდებს და ვიქტორინის მონაწილეებს გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები. ჟიურის წევრები გახლდათ: გეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდენტი, გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი ნანა ბოლაშვილი, გეოგრაფები: ქეთინო მგალობლიშვილი, ელენე სალუქვაძე, ნინო ნანობაშვილი, თსუ გეოგრაფიის კათედრის პროფესორი დალი ნიკოლაიშვილი, სასახლის ისტორიისა და ეთნოგრაფიის კაბინეტის ხელმძღვანელი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი ბესიკ ხურცილაცვა, პედაგოგი მარინე ოზბეთელაშვილი. გეოვიქტორინა მიეძღვნა ეროვნული სასახლის აღზრდილის, ცნობილი გეოგრაფის, პროფესორ ნიკოლოზ ბერუჩაშვილის ხსოვნას. კონკურსის მიზანია მოსწავლეებში გეოგრაფიული მეცნიერების პოპულარიზაცია და ზოგადი განათლების დონის ამაღლება.

ბმულები
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

ეროვნული სასწავლო გეგმა

გვიპოვეთ ფეისბუქზე

გამოცდების ეროვნული ცენტრი