აკადემიკოს ი.ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 42-ე საჯარო სკოლა

42 Public School of Physics and Mathematics Named After Academician I. Vekua



სკოლა
სიახლეები
12 ივნ 2017
სკოლაში გადმოსვლის მსურველ მოსწავლეთა და საშაბათო სკოლის მსმენელთა საყურადღებოდ!

2017 წლის 30 ივნისს და 1, 2 ივლისს სკოლაში გადმოსვლის მსურველ მოსწავლეთა და საშაბათო სკოლის მსმენელთათვის ჩატარდება სარეკომენდაციო და შემაჯამებელი ტესტირებები მათემატიკასა და ფიზიკაში, რომლის მიზანია სკოლაში გადმოსვლის მსურველ მოსწავლეებს დაეხმაროს აღნიშნულ სასწავლო დისციპლინებში მათ მიერ გავლილ და აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის #42 საჯარო სკოლაში არსებულ პროგრამებს შორის შესაბამისობის ხარისხის დადგენაში. VII კლასში გადმოსვლის მსურველთათვის სარეკომენდაციო ტესტირება ჩატარდება მხოლოდ მათემატიკაში 2017 წლის 1 ივლისს; VIII-IX-X-XI კლასში გადმოსვლის მსურველთათვის ტესტირება ჩატარდება 2016 წლის 2 ივლისს მათემატიკაში და 3 ივლისს -ფიზიკაში. ტესტირებაში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია: • რეგისტრაცია გაიაროს სკოლაში 2016 წლის 20- დან 30 ივნისის ჩათვლით ყოველდღე 11 საათიდან 16 საათამდე შაბათ-კვირის გარდა; • წარმოადგინოს სკოლის (სადაც ამჟამად სწავლობს) მიერ დამოწმებული ფოტოსურათიანი (სკოლის ბეჭედი ნაწილობრივ უნდა ფარავდეს ფოტოსურათს) ცნობა; • დამატებით წარმოადგინოს მოსწავლის ფოტო (3X4) ერთი ცალი; რეგისტრაციის შემდეგ მოსწავლეს გადაეცემა სარეგისტრაციო ბარათი შესაბამისი ნომრით, რომელშიც მითითებული იქნება ტესტირების დაწყების თარიღი, დრო და პროცედურული განმარტებები; ტესტირების ვარიანტი სწორი პასუხებით და ტესტირების შედეგები გამოქვეყნდება სარეგისტრაციო ბარათის ნომრების მიხედვით სკოლის ვებ-გვერდზე vekua42.edu.ge არაუგვიანეს ტესტირებების დასრულებიდან ხუთი სამუშაო დღისა. სააპელაციო განცხადებები მიიღება შედეგების გამოქვეყნებიდან ორი სამუშაო დღის განმავლობაში. აპელაციას გაივლის მხოლოდ კოდირებული ნაშრომი, მსმენელისა და მშობლის გარეშე. აპელაციის შედეგები გამოქვეყნდება სკოლის ვებ-გვერდზე აპელაციის დასრულებისთანავე ასევე სარეგისტაციო ნომრის შესაბამისად.

პროგრამა მათემატიკაში 2017
პროგრამა ფიზიკაში 2017
საგამოცდო წერის ნიმუში ფიზიკაში 8 კლასი
საგამოცდო წერის ნიმუში ფიზიკაში 9 კლასი
საგამოცდო წერის ნიმუში ფიზიკაში 10 კლასი
საგამოცდო წერის ნიმუში ფიზიკაში 11 კლასი
საგამოცდო წერის ნიმუში მათემატიკაში 7 კლასი
საგამოცდო წერის ნიმუში მათემატიკაში 8 კლასი
საგამოცდო წერის ნიმუში მათემატიკაში 9 კლასი
საგამოცდო წერის ნიმუში მათემატიკაში 10 კლასი
საგამოცდო წერის ნიმუში მათემატიკაში 11 კლასი

ბმულები
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

ეროვნული სასწავლო გეგმა

გვიპოვეთ ფეისბუქზე

გამოცდების ეროვნული ცენტრი