აკადემიკოს ი.ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 42-ე საჯარო სკოლა

42 Public School of Physics and Mathematics Named After Academician I. Vekua



სკოლა
სიახლეები
25 ივლ 2017
ჩვენი სკოლის ორი მოსწავლე ლევან ჭიკაიძე და ანასტასია იოსებაძე FIRST Global-ის საინაუგურაციო საერთაშორისო შეჯიბრში ვაშინგტრონში

2017 წლის ივლისში დასრულდა FIRST Global-ის საინაუგურაციო საერთაშორისო შეჯიბრი, რომელიც აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში გაიმართა. ოლიმპიური სისტემით ორგანიზებულ ამ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო მიიღო 157 ქვეყნისა და 6 კონტინენტის ახალგაზრდულმა გუნდმა.მათ შორის იყვნენ საქართველოს წარმომადგენლები, რომელშიც აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა მათემატიკის ქალაქ თბილისი # 42 საჯარო სკოლის ორი მოსწავლე ლევან ჭიკაიძე და ანასტასია იოსებაძე მონაწილეობდნენ. საქართველოს გუნდმა ამ მეტად დაძაბულ და კონკურენტულ ბრძოლაში მე-14 ადგილი დაიკავა. საქართველოს გუნდის მიერ შექმნილი რობოტის უნიკალური და გამორჩეული დიზაინი არ დარჩენილა შეუმჩნეველი როგორც ორგანიზატორების, ასევე ამერიკული მედიისა და საპატიო სტუმრების მხრიდან, რომელთაგან აღსანიშნავია აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური მრჩეველი და ქალიშვილი ივანკა ტრამპი და ცნობილი ამერიკელი გამომგონებელი დინ კამენი. მადლობა ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, როგორც აშშ-ში, ასევე საქართველოში, გუნდის მენტორს - ამერიკული აკადემიის პედაგოგს ბატონ ილია მესტვირიშვილს, გუნდის მხარდამჭერებს და გულშემატკივრებს.

ბმულები
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

ეროვნული სასწავლო გეგმა

გვიპოვეთ ფეისბუქზე

გამოცდების ეროვნული ცენტრი