აკადემიკოს ი.ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 42-ე საჯარო სკოლა

42 Public School of Physics and Mathematics Named After Academician I. Vekua



სკოლა
სიახლეები
04 სექ 2017
საერთაშორისო საგნობრივ ოლიმპიადებში გამარჯვებულ ჩვენი სკოლის მოსწავლეებს: დავით თათოშვილს, ირაკლი შალიბაშვილს და ზურაბ ჯაშს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამარჯვება მიულოცა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ვიცე-პრემიერთან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან ალექსანდრე ჯეჯელავასთან ერთად, საერთაშორისო საგნობრივ ოლიმპიადებში გამარჯვებულ მოსწავლეებს, მათ მშობლებს, მწვრთნელებს, პედაგოგებს შეხვდა და მიღწეული შედეგი მიულოცა. მოსწავლეთა ნაკრები გუნდები მსოფლიო ოლიმპიადებზე წელს სამინისტრომ ხუთ დისციპლინაში - მათემატიკაში, ინფორმატიკაში, ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში წარადგინა, საიდანაც კომაროვის ფიზიკა-მათემატიკური, ვეკუას №42 საჯარო სკოლებისა და დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მოსწავლეები ოქროს, ვერცხლისა და ცხრა ბრინჯაოს, სულ 14 მედლით დაბრუნდნენ. რიო დეჟანეიროში გამართულ მათემატიკის 58-ე საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადიდან (IMO 2017), რომელშიც მსოფლიოს 111 ქვეყნის 615 მოსწავლე მონაწილეობდა, მოსწავლეთა ექვსკაციანმა გუნდმა ერთი ოქრო, ორი ვერცხლი და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რაც ქვეყნის განათლების ისტორიაში უპრეცედენტო შედეგია. მათ შორის არიან ჩვენი სკოლის წარმატებული მოსწავლეები დავით თათოშვილი ( მე-12 კლასი ) და ირაკლი შალიბაშვილი (მე-12 კლასი) . ორივე მოსწავლემ ბრინჯაოს მედლებით დაბრუნდა. ინდონეზიაში გამართულ ფიზიკის 48-ე საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადაზე (IMO 2017), რომელშიც მსოფლიოს 88 ქვეყნიდან წარდგენილი გუნდები

ბმულები
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

ეროვნული სასწავლო გეგმა

გვიპოვეთ ფეისბუქზე

გამოცდების ეროვნული ცენტრი